როგორ გამოვიძახო პროდუქტი GLOVO-ს აპლიკაციიდან
ციფრული VISA ბარათით?
შედი Glovo-ს აპლიკაციაში და გადადი შენი ინფორმაციის ველში.
გახსენი შენი გადახდის მეთოდები და დააჭირე ახალი ბარათის დამატების ღილაკს.
შეიყვანე ლიბერთის ციფრული Visa ბარათის მონაცემები.
შეარჩიე სასურველი პროდუქტები აპლიკაციაში და გამოიძახე.
როდის დაჯდება 10 ლარი ჩემს ანგარიშზე?
თუ აქციის პერიოდში, ციფრული Visa ბარათის მეშვეობით Glovo-ს აპლიკაციიდან ნებისმიერი სახის პროდუქტს გამოიძეხებ (მინიმუმ 20 ლარის ოდენობით), პირველი ტრანზაქციისას 10 ლარი შენს ანგარიშზე მომენტალურად გაჩნდება.
რატომ უნდა ავიღო ციფრული ბარათი?
მისი აღება და გამოყენება ყველაზე მარტივია
ციფრული ბარათის დამატება შესაძლებელია Apple Pay-ში
უზრუნველყოფს შენს ყველაზე უსაფრთხო ონლაინ გადახდებს
წესები და პირობები
აქციაში მონაწილეობს მხოლოდ ლიბერთის ციფრული Visa ბარათით და მხოლოდ ლარში შესრულებული ნებისმიერი ტრანზაქცია Glovo-ზე;
აქციაში მონაწილეობს მომხმარებელი, რომელიც გააკეთებს ნებისმიერ ტრანზაქციას Glovo-ზე მინიმუმ 20 ლარის ოდენობით და გადახდას განახორციელებს ლიბერთის ციფრული Visa ბარათით;
აქციის განმავლობაში ლიბერთის ციფრული Visa ბარათით Glovo-ზე განხორციელებულ პირველ ტრანზაქციაზე (მინ. 20 ლარი) მომხმარებელს ანგარიშზე 10 ლარი გაუჩნდება;
ის მომხმარებლები, ვისაც უკვე აქვთ ციფრული ბარათი და ასევე, ის მომხმარელები, რომლებსაც აქვთ ამ ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია აქციის დაწყებამდე, მაინც მიიღებენ მონაწილეობას აქციაში;
აქციაში მონაწილეობას მიიღებს პირველი 3000 მომხმარებელი, ვინც ციფრული Visa ბარათით გააკეთებს მინიმუმ 20 ლარის ტრანზაქციას Glovo-ზე შედეგად კი დაიბრუნებს 10 ლარს.
მიიღე 50 ლარიანი Glovo-ს ვაუჩერი
12 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, ყოველი კვირის ჭრილში გამოვლინდება 2 მომხმარებელი, რომლებიც მიიღებენ Glovo-ს 50 ლარიან ელექტრონულ ვაუჩერს;
Glovo-ს 50 ლარიანი ელექტრონული ვაუჩერის მისაღებად, საჭიროა მომხმარებელმა განახორციელოს ნებისმიერი ტრანზაქცია (მინ. 20 ლარი) Glovo-ზე ლიბერთის ციფრული Visa ბარათით;
გამარჯვებულების შერჩევა მოხდება შემდეგი პრინციპით:
1. ტრანზაქციების რაოდენობა - მომხმარებელი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ლიბერთის ციფრული Visa ბარათით გააკეთებს ყველაზე მეტ ტრანზაქციას. კალკულაციაში გათვალისწინებული იქნება მხოლოდ წარმატებული ტრანზაქცი(ებ)ის რაოდენობა.
2. ტრანზაქციების მოცულობა - მომხმარებელი, რომლის მიერ ლიბერთის ციფრული Visa ბარათით ერთი კვირის განმავლობაში გაკეთებული ტრანზაქციების ჯამური მოცულობა იქნება ყველაზე მეტი. კალკულაციაში გათვალისწინებული იქნება მხოლოდ წარმატებული ტრანზაქცი(ებ)ის მოცულობა.